logo
ENG



ევროკავშირმა მოლდოვას პრორუსი პოლიტიკოსები "დესტაბილიზაციის გეგმის გამო" დაასანქცირა

31 მაი 202311:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/hegs8da77yk51v1.jpg

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პრორუს მოლდოველ პოლიტიკოსს, რომელმაც პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდა.

სამშაბათს გამოქვეყნებულ ახალ სიაში ილან შორი დასახელდა ხუთ პირს შორის, რომლებსაც "მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მოქმედებების" გამო ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდათ.

მოლდოვის ხელისუფლებამ თებერვალში განაცხადა, რომ მთავრობის გადატრიალების რუსული გეგმა ჩაშალეს.

ევროსაბჭოს განმარტებით, შორის პარტია ჩართულია არეულობის პროვოცირებაში. ამასთან, აპრილში მოლდოვას სასამართლომ 254 მილიონი ევროს ოდენობით საბანკო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. როგორც განმარტეს, ეს თანხა და მისი კავშირები მოსკოვთან ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური არეულობის შექმნას ხმარდებოდა.

სიაში მოხვდა შორის პარტიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი მარინა ტაუბერი, რომელიც ამ თვის დასაწყისში ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. მას ბრალად ედება პრომოსკოვური მოძრაობის უკანონო დაფინანსებაში.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ პოლიციის ხელმძღვანელი გეორგე კავკალიუკა, პოლიტიკოსი ვლადიმირ პლახოტნიუკი და რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა, რომელიც ბრალდებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან ანტისამთავრობო აქტივისტებისთვის ფულის მიწოდებაში.


close დახურვა